რუსული მარცვლეულით დატვირთული მატარებელი, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სომხეთში ჩავიდა
გარდაიცვალა კინომცოდნე გიორგი დოლიძე
ჯო უილსონი - ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ თავგასული რეჟიმი თავის პორტს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემს
პოლიციამ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მანანა გიორგობიანის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
უკრაინის გენშტაბი - პოკროვსკში რუსული ქვეითი ჯარის წინააღმდეგ აქტიური კონტრშეტევა გრძელდება
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 1,170 over past day
Patriarch Filaret, Metropolitan Epiphanius hold joint prayer for Ukraine's victory

რუსული მარცვლეულით დატვირთული მატარებელი, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სომხეთში ჩავიდა

06.11.2025 ნახვები: 181

რუსული მარცვლეულით დატვირთული 15-ვაგონიანი სარკინიგზო შემადგენლობა რუსეთიდან, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სომხეთში ჩავიდა.

ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვებზე შეზღუდვების მოხსნა აზერბაიჯანის მხრიდან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც რეგიონული კომუნიკაციის აღდგენასა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას მოემსახურება. მათივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი პრაქტიკული ნაბიჯი 8 აგვისტოს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის გზაზე, რაც ხელს უწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციას. სომხეთში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ურთიერთნდობისა და სამშვიდობო დღის წესრიგის წინ წასაწევად.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა, რომელიც საზღვარზე მდებარე სარკინიგზო სადგურზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ უახლოეს ხანში სომხეთში ასევე ჩავა მარცვლეული ყაზახეთიდან, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.

ამასთან, რუსეთის რკინიგზაში განაცხადეს, რომ იანვრამდე აზერბაიჯანის გავლით სომხეთში დაგეგმილია მარცვლეულით დატვირთული კიდევ 132 ვაგონის გაგზავნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა