რუსული მარცვლეულით დატვირთული მატარებელი, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სომხეთში ჩავიდა
გარდაიცვალა კინომცოდნე გიორგი დოლიძე
ჯო უილსონი - ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ თავგასული რეჟიმი თავის პორტს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემს
პოლიციამ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მანანა გიორგობიანის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
უკრაინის გენშტაბი - პოკროვსკში რუსული ქვეითი ჯარის წინააღმდეგ აქტიური კონტრშეტევა გრძელდება
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 1,170 over past day
Patriarch Filaret, Metropolitan Epiphanius hold joint prayer for Ukraine's victory

ჯო უილსონი - ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ თავგასული რეჟიმი თავის პორტს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემს

06.11.2025 ნახვები: 223

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ თავგასული რეჟიმი საფრთხეს უქმნის „შუა დერეფნის“ მინერალებზე აშშ-ის საპორტო და სახმელეთო წვდომას, გადასცემს რა თავის პორტს ჩინეთის კომუნისტური პარტიას და რეპუტაციის მქონე ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ დევნის, - ამის შესახებ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მადლიერი ვარ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც კრიტიკული მინერალური მარაგების დივერსიფიკაციისა და მოძველებული ბარიერების მოხსნისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მძვინვარე რეჟიმი საფრთხეს უქმნის „შუა დერეფნის“ მინერალებზე აშშ-ის საპორტო და სახმელეთო წვდომას, გადასცემს რა თავის პორტს ჩინეთის კომუნისტური პარტიას და რეპუტაციის მქონე ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ დევნის“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.

მისი მტკიცებით, ჩინეთის ინფრასტრუქტურით მართული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი სავაჭრო მარშრუტები საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას.

ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონში ცენტრალური აზიის ხუთი მთავრობის ლიდერს C5+1-ის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილ ბიზნეს კონფერენციაზე უმასპინძლა.

მისი ინფორმაციით, განიხილეს ახალი ინვესტიციები და სავაჭრო შეთანხმებები, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს და ექსპორტის შესაძლებლობებს ამერიკული კომპანიებისთვის და გააძლიერებს რეგიონულ ეკონომიკას.

„პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამყარებს პარტნიორობას, რომელიც იცავს ჩვენს ინტერესებს და ხელს უწყობს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს რუბიო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა