უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ პოკროვსკში რუსული ქვეითი ჯარის წინააღმდეგ აქტიური კონტრშეტევა გრძელდება.
„მიმდინარეობს ზომების მიღება მოწინააღმდეგის დასაბლოკად, რომელიც პოკროვსკში შეღწევასა და თავმოყრას ცდილობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა პოკროვსკის მიმართულებით უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციებზე წინსვლა 93-ჯერ სცადა.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პოკროვსკსა და კუპიანსკში მყოფი უკრაინული ჯარები ალყაში არიან მოქცეული და გადარჩენის შანსი, ნებაყოფლობითი დანებების გარდა, არ აქვთ.