ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ელენე ხოშტარია - კარგია ტონი, შინაარსი, როგორც საუბრობს პრეზიდენტი, მათ შორის სააკაშვილზე, მაგრამ მოქმედება არის გადამწყვეტი

ნახვები: 610 ელენე ხოშტარია - კარგია ტონი, შინაარსი, როგორც საუბრობს პრეზიდენტი, მათ შორის სააკაშვილზე, მაგრამ მოქმედება არის გადამწყვეტი

„დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას განცხადებით, დასაფასებელია, როგორც საუბრობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, მაგრამ გადამწყვეტი არის მოქმედება.

ხოშტარიას თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა, სააკაშვილთან დაკავშირებითაც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

„მართლმსაჯულების რეფორმის ყველაზე მთავარი და მარტივი ტესტი, მათ შორის ევროპაში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივის მთავარი მარტივი ტესტი, რომლის ჩაბარება შეგვიძლია, არის პოლიტპატიმრების გამოშვება, ნიკა გვარამიას შეწყალება, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გამგზავრება. აქ როლი, ფუნქცია და შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტს. ის საუბრობს ძალიან სწორად უკრაინაზე, ევროპულ პერსპექტივაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოქმედებს. კარგია ტონი, შინაარსი, რომლითაც საუბრობს პრეზიდენტი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, კარგია, რომ მისი პოზიციაა, ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ არ უნდა იყოს ამ დღეში სააკაშვილი, ეს დასაფასებელია, ბევრი ამასაც არ შვება, მაგრამ მოქმედება არის გადამწყვეტი. სასამართლო რომ არ გვაქვს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა, სააკაშვილთან მიმართებაშიც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო რომ გვქონდეს, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა შეწყალების აუცილებლობა“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა