ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

დმიტრო კულება - უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია

ნახვები: 553 დმიტრო კულება - უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია

უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ესპანურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აუცილებელია რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების მოგვარება.

„ჩვენ ფინალურ ფაზაში ვართ და ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. თუ ნამდვილად მოინდომებენ, მალე მარცვლეულის ექსპორტი დაიწყება“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხედავს მხოლოდ ერთ პოტენციურ მიზეზს, რის გამოც რუსეთმა შესაძლოა, შეიცვალოს თავისი პოზიცია მარცვლეულის ბლოკადასთან დაკავშირებით.

„მათ სურთ აჩვენონ აფრიკისა და აზიის ქვეყნებს, რომ სურთ გადაარჩინონ ისინი საკვების ნაკლებობისგან, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რუსეთს არ აინტერესებს უკრაინის ექსპორტი, რადგან მათ იციან, რომ თუ ჩვენ გავიტანთ ექსპორტს, შემოსავალს მივიღებთ საერთაშორისო ბაზრებიდან და ეს გაგვაძლიერებს“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა