ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ზოგადად, სასამართლო სისტემაში არის გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ რამეს განაგებს-იოსელიანი

ნახვები: 534 ზოგადად, სასამართლო სისტემაში არის გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ რამეს განაგებს-იოსელიანი

როცა საქმე სასამართლოს ეხება, მნიშვნელოვანია დეტალურად გვესმოდეს, სასამართლოში რა პრობლემებია დაგროვილი. საჯაროდ ბევრ რამეს ვისმენთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი იმაზე დადის, რა ინსტრუმენტები არსებობს ამის გადაჭრის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, სისტემაში არის გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ რამეს განაგებს.

„ოთხი ტალღის თაობაზე დოკუმენტი მოვამზადე, რომელმაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი ვერ უზრუნველყო, რაც იქნებოდა გარანტია ევროკავშირის სტატუსის მინიჭების. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ყველა იყოს ჩართული, მათ შორის სამოქალაქო სექტორი, რადგან ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან, რათა ისეთი ცვლილებები მივიღოთ, რაც სასამართლოს აუმაღლებს ნდობას და ევროკავშირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსამართლეები, რომლებიც დაკავებული იყვნენ წინა ხელისუფლების დროს შეკვეთების განხორციელებით, ისინი ახლა მუშაობას არათუ აგრძელებენ, არამედ წახალისებული და დაწინაურებული არიან უზენაეს სასამართლოში. ზოგადად, სისტემაში არის გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ რამეს განაგებს. დღეს საშუალება გვაქვს, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა ჰქონდეს ასეთი ძალაუფლება, გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს ერთპიროვნულად, იუსტიციის სკოლა უნდა იყოს უფრო გახსნილი, სადაც ყველა შეძლებს მოხვდეს და მოსამართლის კარიერა გაიკეთოს. რაც მთავარია, იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან პარლამენტში მოხვედრა ასეთი გაუგებარი არ უნდა იყოს. დანიშვნებისას სისტემის გარედან ვერცერთი მოსამართლე ვერ მოხვდა. ეს მიუთითებს, რომ სისტემა დაკეტილია და ვისაც იურიდიული კარიერის გაკეთება უნდა, ამის საშუალება სასამართლოში არ აქვთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა