ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

კრემლში იდიოტები ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირს აშენებენ, უკრაინის გარეშე.-ალექსეი არესტოვიჩი

ნახვები: 554 კრემლში იდიოტები ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირს აშენებენ, უკრაინის გარეშე.-ალექსეი არესტოვიჩი

საბჭოთა არმიის ყოველი მეორე ოფიცერი უკრაინელი იყო, რუსეთს არ მოუგია არც ერთი ომი უკრაინელების გარეშე, მხოლოდ ერთი, საქართველოს წინააღმდეგ და მაშინაც ბოლომდე ვერ მოიგო, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ჟურნალისტ დიმიტრი ბიკოვთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „საბჭოთა კავშირი ნახევრად უკრაინა იყო“.

„არავითარი ახალი იმპერიის, არავითარი მცდელობა საბჭოთა კავშირის აშენების. კრემლში იდიოტები ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირს აშენებენ, უკრაინის გარეშე. ეს არა მხოლოდ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა, ეს ყველასთვის გასაგებია. საბჭოთა არმიის ყოველი მეორე ოფიცერი უკრაინელი იყო. რუსეთს არ მოუგია არც ერთი ომი უკრაინელების გარეშე. მხოლოდ ერთი – საქართველოს წინააღმდეგ და მაშინაც ბოლომდე ვერ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

კითხვაზე, იყო თუ არა საბჭოთა კავშირი კარგი, არსეტოვიჩმა უპასუხა:

„დიახ, კარგი იყო. ყველგან ვლაპარაკობ. მე ფსიქოტიპით საბჭოთა სკოლელი ვარ და არც მიცდია და არც ვაპირებ შეცვლას. ვფიქრობ, ცხოვრების ამ წესზე უკეთესი არ არსებობს. იცით, ვინ არის საბჭოთა კავშირის სერიოზული მოშურნე და მადიდებელი თაყვანისმცემელი? პაპი რატცინგერი, კარდინალი. ის ე.წ. ტოტალიტარული რეჟიმების სპეციალისტია. მან ღრმად შეისწავლა კომუნიზმი და თქვა, რომ საბჭოთა კავშირი არის საუკეთესო რამ, რაც კაცობრიობას შეეძლო, გამოეგონებინა. ეს თითქმის პირდაპირი ციტატაა. ერთადერთი, რაც მან თქვა, რომ მას აქვს ნაკლი“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა