ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

არავის ჰქონდა მოლოდინი ერთი, ორი ან თუნდაც სამი აქციის შედეგად ავტოკრატიული რეჟიმი გაიქცეოდა და დათმობდა პოლიტიკურ ძალაუფლებას-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 533 არავის ჰქონდა მოლოდინი ერთი, ორი ან თუნდაც სამი აქციის შედეგად ავტოკრატიული რეჟიმი გაიქცეოდა და დათმობდა პოლიტიკურ ძალაუფლებას-სალომე სამადაშვილი

გასული ორი კვირის მანძილზე სამჯერ საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში, მათ შორის ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების. მსგავსი საჯარო პროტესტი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის ცვლილებებისთვის, მოითხოვს და ელოდება ამ პოლიტიკურ ცვლილებებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ცხადია, არავის ჰქონდა მოლოდინი ერთი, ორი ან თუნდაც სამი აქციის შედეგად ავტოკრატიული რეჟიმი, როგორიც არის ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელმაც ქვეყანაში უზურპაცია გაუკეთა პოლიტიკურ ძალაუფლებას, გაიქცეოდა და დღეს დათმობდა პოლიტიკურ ძალაუფლებას. პოლიტიკური ბრძოლა პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში დღეს საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე გააქტიურდა, მათ შორის ახალგაზრდობა და მიზანმიმართული მოქმედებით და კოორდინირებული გეგმით, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასმთავრობო ორგანიზაციების. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ ბრძოლას. ამ ბრძოლის ამოცანაა ჩვენი ქვეყნის ოლიგარქიული რეჟიმისგან გათავისუფლება და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა