ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

დიმიტრი პესკოვი - უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება

ნახვები: 554 დიმიტრი პესკოვი - უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება

უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, ომის დასასრულებლად უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გასცეს იარაღის დაყრის ბრძანება.

„უკრაინულმა მხარეს შეუძლია, ყველაფერი 24 საათში დაასრულოს, საჭიროა ბრძანება, რომ ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა დაყარონ იარაღი, ბრძანება, რომ სამხედროებმა დაყარონ იარაღი და უნდა შესრულდეს რუსეთის პირობები და ყველაფერი შეიძლება, დასრულდეს მომდევნო 24 საათში“, – განაცხადა პესკოვმა.

პუტინის პრესმდივანმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომ მას ომის დასრულებამ ზამთრამდე სურს. პესკოვმა ასევე გაიმეორა, რომ „საომარი ოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მის დასრულების ვადა განსაზღვრული არ არის“. პესკოვის თქმით, ის დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ დასახული ამოცანები შესრულდება.

პესკოვმა ასევე ისაუბრა ნატო-ზეც და განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კონფრონტაციის მიზნით შეიქმნა. მისივე თქმით, ნატო-ს გეგმის საპასუხოდ გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა, რუსეთის დასავლეთი საზღვრების გაძლიერების გეგმას შეიმუშავებს.

„ეს არის ბლოკი, რომელიც კონფრონტაციისთვის შეიქმნა, ის ასე ახდენს თავისი არსის დემონსტრირებას და ასრულებს წინასწარ ჩადებულ ამოცანებს,  – განაცხადა პესკოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა