ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ბორის ჯონსონი რუს მეცნიერებს, რომლებიც პუტინის ძალადობრივი პოლიტიკით უკმაყოფილო არიან, ბრიტანეთში გადასვლას სთავაზობს

ნახვები: 554 ბორის ჯონსონი რუს მეცნიერებს, რომლებიც პუტინის ძალადობრივი პოლიტიკით უკმაყოფილო არიან, ბრიტანეთში გადასვლას სთავაზობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იმ რუს მეცნიერებს, რომლებიც პუტინის ძალადობრივი პოლიტიკით არიან უკმაყოფილო, დიდ ბრიტანეთში გადასვლას სთავაზობს. შესაბამის ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის პრემიერის განმარტებით, ეს შეთავაზება არის უკრაინულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის არსებული სისტემის გაფართოება, რომელიც საშუალებას აძლევს უკრაინელ მეცნიერებს თავიანთი მუშაობა ბრიტანეთში გააგრძელონ.

„რუსი მეცნიერები და მკვლევარები, რომლებიც შეშფოთებით უყურებენ პუტინის ძალადობას და რუსეთში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ: თქვენ შეგიძლიათ, თამამად შეიტანოთ განაცხადი ბრიტანეთში გადასვლაზე და იმუშაოთ ქვეყანაში, რომელიც აფასებს ღიაობას, თავისუფლებას და ცოდნისკენ სწრაფვას“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

„გარდიანის“ ცნობით, პროგრამის „მკვლევარები რისკის ზონაში“ ფარგლებში დიდ ბრიტანეთში 130-მდე უკრაინელი მეცნიერი ჩავა. პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 10 მილიონი ფუნტით. ანალოგიურ მხარდაჭერას ბრიტანეთის ხელისუფლება ახლა რუს მეცნიერებასაც სთავაზობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა