ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ლევან იოსელიანი - პოლარიზაციის დასრულება თუ გვინდა, ვთავაზობ პოლიტიკურ სპექტრს, ბოლომდე მივიყვანოთ საკონსტიტუციო რეფორმა

ნახვები: 533 ლევან იოსელიანი - პოლარიზაციის დასრულება თუ გვინდა, ვთავაზობ პოლიტიკურ სპექტრს, ბოლომდე მივიყვანოთ საკონსტიტუციო რეფორმა

მხოლოდ გახსნილი გარემო და სწორად გააზრებული საარჩევნო სისტემა არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომლითაც სამომავლოდ პოლარიზაციის დასრულება და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნა, ფაქტი ერთია, სამმა ქვეყანამ შევავსეთ ევროკავშირის კითხვარი და აქედან მხოლოდ ჩვენ არ მოგვანიჭეს სტატუსი.

„ვუსმინე პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლას. ფაქტი ერთია, სამმა ქვეყანამ შევავსეთ ევროკავშირის კითხვარი და აქედან მხოლოდ ჩვენ არ მოგვანიჭეს სტატუსი. მთელი რიგი რეკომენდაციები გვაქვს შესასრულებელი, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში და განსაკუთრებით პოლარიზაციის მიმართულებით.

პოლარიზაციის დასრულება თუ გვინდა, ვთავაზობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, განსაკუთრებით ხელისუფლებას, დავიწყოთ ყველაზე მარტივით, ბოლომდე მივიყვანოთ საკონსტიტუციო რეფორმა, რაც გულისხმობს 2 %-იანი ბარიერს, სრულად პროპორციულ სისტემასთან ერთად. ბარიერის ნაწილში ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიღებული გვაქვს. მხოლოდ გახსნილი გარემო და სწორად გააზრებული საარჩევნო სისტემა არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომლითაც სამომავლოდ პოლარიზაციის დასრულება და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება იქნება შესაძლებელი“, – წერს ლევან იოსელიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა