ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

24 ივნისს დაელოდეთ და დეტალურად გეტყვით, როგორ ვაპირებთ ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 553 24 ივნისს დაელოდეთ და დეტალურად გეტყვით, როგორ ვაპირებთ ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას-გიორგი ვაშაძე

​24 ივნისს დაელოდეთ და დეტალურად გეტყვით, როგორ ვაპირებთ ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„პოლარიზაციის დასრულებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე როგორ უნდა იყოს და როგორ ეკისრება ოპოზიციას მთავარი პასუხისმგებლობა?! ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტი შესთავაზა, ასევე გაფართოებული საბჭოს სხდომა. პარლამენტში რომ იყო მობრძანებული ოლიგარქის მსახური ღარიბაშვილი, 7-პუნქტიანი გეგმა ხელში გადავეცით და ამის საპასუხოდ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები მივიღეთ, მათ შორის დღეს. რაც შეეხება იმას, ჩვენ როგორ დავასრულებთ პოლარიზებას, 24 ივნისს დაელოდეთ, დეტალურად გეტყვით, როგორ ვაპირებთ ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ კომენტარი გააკეთა დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ხალხი აქციაზე იმიტომ უნდა წავიდეს, რომ მსოფლიოს გააგებინონ, საქართველო არასდროს ასცდება ევროპული განვითარების გზას.

„დღეს აქციაზე უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ ევროპა მოვიყვანოთ საქართველოში და მთელ მსოფლიოს, საქართველოს უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო არასდროს ასცდება ევროპული განვითარების გზას. ჩვენ ევროპა საქართველოსთვის გვჭირდება, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი წინაპრების წინაშე მართლები რომ ვიყოთ. ამიტომ, მე მივდივარ დღეს აქციაზე ჩემს შვილებთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა