ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

ილია დარჩიაშვილი - უკვე გადავდივართ სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჰქვია

ნახვები: 537 ილია დარჩიაშვილი - უკვე გადავდივართ სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჰქვია

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარება დასტურია, რომ აქამდე თუ „პოლიტიკურ ასოცირებასა“ და „ეკონომიკურ ინტეგრაციაზე“ ვსაუბრობდით, დღეს უკვე გადავდივართ სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილმა საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს სამივე ქვეყნისთვის.

„დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, გაწევრიანების პერსპეტივის მიცემით, ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია.

საქართველოს, გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია ჰქონდა მეტის მოლოდინი აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული რეკომენდაციით, ევროკომისიამ პირველად, ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაჩენით, ევროკავშირმა დაადასტურა ის პროგრესი, რომელიც, ბოლო წლების მანძილზე, არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური დაახლოვების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

გარდა ამისა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარება იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქნის მთლიანად ევროპულ ფასეულობით სისტემას, უსაფრთხოების გარემოს ევროპაში, რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა და სწორედ ამის აღიარება მოხდა კომისიის მიერ.

ეს არის დასტური იმისა, რომ თუკი აქამდე ჩვენ „პოლიტიკურ ასოცირებასა“ და „ეკონომიკურ ინტეგრაციაზე“ ვსაუბრობდით, დღეს უკვე გადავდივართ სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჰქვია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველო მზადაა, იმუშაოს პარტნიორებთან, საქართველოს წარმატებული ინტეგრაციის პროცესის იმპლემენტაციის და საბოლოო გაწევრიანების მიზნით.

„რა თქმა უნდა, ჩვენ, ევროკავშირთან შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პარალელურად გავაგრძელებთ ევროკავშირთან მუშაობას საქართველოს რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის შესასრულებლად.

როგორც მოგეხსენებათ ევროკომისიის აზრი, რომელიც გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომი პროცესისათვის, ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და მასზე მსჯელობას გააგრძელებს ევროპული საბჭო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას.

აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ მომენტში – ომში მყოფი უკრაინის და უსაფრთხოების კონტექსტში გამოწვევების წინაშე მყოფი მოლდოვას მდგომარეობის გათვალისწინებით, და ამ ქვეყნების წახალისების მიზნით, იყო ნამდვილად შესაბამისი ნაბიჯი ევროკომისიის მხრიდან.

აქვე დავძენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველი ქვეყნებისადმი პირობითობის სქემა სიახლეს არ წარმოადგენს. ე.წ. ცივი ომის შემდგომი გაფართოება და ინტეგრაციის შემდგომი ეტაპები, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით, სწორედ პირობითობის სქემებზეა დაფუძნებული. ჩვენ მზად ვართ, ამ მხრივ ვიმუშაოთ პარტნიორებთან, საქართველოს წარმატებული ინტეგრაციის პროცესის იმპლემენტაციის და საბოლოო გაწევრიანების მიზნით.

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას დღეს აქვთ შესაბამისი პოზიციები მომავალში ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ამ მნიშვნელოვან ეტაპამდე მისასვლელად საქართველოს ისევე, როგორც მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირმა წარუდგინა პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ თითოეული ქვეყანა მზად იქნება მოლაპარაკებების დასაწყებად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა