ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

სტოლტენბერგი: უკრაინას უნდა ჰქონდეს მეტი მძიმე იარაღი

ნახვები: 554 სტოლტენბერგი: უკრაინას უნდა ჰქონდეს მეტი მძიმე იარაღი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს, რათა რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს.

სტოლტენბერგის თქმით, დღეს, 15 ივნისს NATO-ს უკრაინის მხარდამჭერი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც ალიანსის წევრები და მოკავშირეები უკრაინის დახმარების გზებს განიხილავენ.

"უკრაინას უნდა ჰქონდეს მეტი მძიმე იარაღი. და NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები მძიმე იარაღს დიდი ხანია უგზავნიან და ისინი ზრდიან ამას. 15 ივნისს გაიმართება შეხვედრა NATO-ს უკრაინის მხარდამჭერი საკონტაქტო ჯგუფის სათავო ოფისში. ეს ის ფორმატია, რომელიც რამშტაინის ბაზაზე რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რეგულარულად ხვდება, რათა NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაცია შეძლოს სხვადასხვა ტიპის იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის მძიმე იარაღის უკრაინისთვის მიწოდებისთვის. იმიტომ რომ ისინი მთლიანად ამაზე არიან დამოკიდებული იმისთვის რომ რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიონ" - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

სტოლტენბერგის თქმით, 2014 წლიდან NATO-ს მოკავშირეებმა ათობით ათასი უკრაინელი სამხედრო გაწვრთნეს და მათ ახლა პუტინის ჯართან ბრძოლაში გარდამტეხი ცვლილებები შეაქვთ. თუმცა, ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ საჭიროა ხანგრძლივი ომისთვის მზადყოფნა.

„საჭიროა ისინი [სამხედროები] ხანგრძლივი ომისთვის იყონ მზად, ვინაიდან შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება როგორ და როდის დასრულდება ეს ომი. ამიტომ ისინი უნდა იყონ მზად, რომ დიდხანს გააგრძელონ და ჩვენ დახმარების მიწოდებას განვაგრძობთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა