ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

დღეს უკრაინის პრეზიდენტთან გამართული დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ კანდიდატის სტატუსის შეფასების ნაწილი მომდევნო კვირის ბოლოსთვის-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნახვები: 553 დღეს უკრაინის პრეზიდენტთან გამართული დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ კანდიდატის სტატუსის შეფასების ნაწილი მომდევნო კვირის ბოლოსთვის-ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა წარმოუდგენელი სიძლიერე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ გადალახავთ ამ საშინელ ომს, თქვენ და ჩვენ ავაშენებთ ამ მშვენიერ ქვეყანას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, უკრაინაში ახლა ომია და უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.

„თქვენი ფოკუსი და ჩვენი დახმარება ორიენტირებულია ამ საშინელი ომის დაძლევისკენ. გვსურს, წინ გავიხედოთ, რა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა შესრულდეს, მაგალითად კორუფციის დასაძლევად. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ. როგორც იცით, კომისია ახლა ამზადებს რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ ამ შეფასებაზე დღე და ღამე ვმუშაობდით. წინა ჩამოსვლის დროს დაგპირდით, რომ ამაზე დაუღალავად ვიმუშავებდით, ასე რომ, დღეს გამართული დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ შეფასების ნაწილი მომდევნო კვირის ბოლოსთვის. გზა ცნობილია, ეს გზა დამსახურებაზეა დაფუძნებული. უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა წარმოუდგენელი სიძლიერე. ასე რომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თქვენ გადალახავთ ამ საშინელ ომს. თქვენ და ჩვენ ავაშენებთ ამ მშვენიერ ქვეყანას“, – განაცხადა ურსულა ფონ დენ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა