ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩაში ჩავიდა

ნახვები: 532 საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩაში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტელეგრამში კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსეი კულება წერს.

„დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ბუჩაში ჩამოვიდა. ბუჩა – კაცობრიობის წინააღმდეგ რუსული ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმბოლოა“, – წერს ალექსეი კულება. მან საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კატრინ კოლონა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მინისტრმა უკრაინაში ჩასვლის დროს მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ფოტო გამოაქვეყნა.

კატრინ კოლონა ამბობს, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის სიგნალია.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა