ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

დმიტრო კულებამ და ჯოზეფ ბორელმა სატალეფონო საუბარი გამართეს

ნახვები: 554 დმიტრო კულებამ და ჯოზეფ ბორელმა სატალეფონო საუბარი გამართეს

დმიტრო კულებამ და ჯოზეფ ბორელმა სატალეფონო საუბარი გამართეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ტვიტერში“ წერენ.

„ვესუბრე დმიტრო კულებას ევროკომისიის სხდომის გამართვამდე. ევროკავშირი აგრძელებს სამხედრო დახმარების მიწოდების ხელშეწყობას. შევთანხმდით სანქციების სასწრაფო პროგრესზე. ევროკავშირის ლიდერებთან ერთად განვიხილავთ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მხარდაჭერის საშუალებებს, ასევე რუსეთის აგრესიის გავლენას გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს ჯოზეფ ბორელთან ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის განხორციელების სირთულეები განიხილა და მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემდგომი მობილიზაციისთვის.

„ვესაუბრე ჯოზეფ ბორელს. მადლობელი ვარ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემდგომი მობილიზაციის საკითხში მისი მზადყოფნისთვის. განვიხილეთ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის განხორციელების სირთულეები. უნდა დამტკიცდეს რაც შეიძლება მალე, ნავთობის ემბარგოს ჩათვლით. სურსათის უსაფრთხოება რჩება ჩვენს ყურადღების ცენტრში“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა