ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა - ეროვნული ბანკი

ნახვები: 533 აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2022 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 165.12 მლნ ლარით, ანუ 0.38 პროცენტით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 43.15 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 226.58 მლნ ლარით, ანუ 1.06 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 391.70 მლნ ლარით, ანუ 1.79 პროცენტით შემცირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.57 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.20 პროცენტით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.55 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.11 პროცენტითაა შემცირებული.

მათივე ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის აპრილის განმავლობაში 0.10 პროცენტით, ანუ 22.12 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 22.19 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 50.07 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.71 პროცენტული პუნქტით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა