ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

კობახიძე აშშ-ის საელჩოს მოუწოდებს, თქვას, ამოაგდო თუ არა პროგრამიდან გვარამიას მოსამართლე

ნახვები: 553 კობახიძე აშშ-ის საელჩოს მოუწოდებს, თქვას, ამოაგდო თუ არა პროგრამიდან გვარამიას მოსამართლე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს მოუწოდებს, გაავრცელოს ინფორმაცია, ამოაგდო თუ არა პროგრამიდან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე. პროგრამიდან ამოგდების შესახებ ინფორმაცია ფორმულამ 20 მაისს გაავრცელა.

 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ პროგრამიდან ამოგდება რადიო თავისუფლებასთან არ უარყო და თქვა, რომ განმარტება საელჩომ უნდა გააკეთოს.

 

კობახიძე ამბობს, რომ თუ საელჩო განცხადებას არ გაავრცელებს, "ქართულ საზოგადებას სრული უფლება ექნება, მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო".

 

"მინდა, ამერიკის საელჩოს მივმართო თხოვნით, მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის, ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება იმაზე საუბარი, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებელია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმულური მმართველობა არ უცდია.

 

თუმცა, სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა. თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადებას სრული უფლება ექნება, მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო", - თქვა კობახიძემ პარლამენტში.

 

მანამდე მან ისაუბრა, რომ ოპოზიციამ ამერიკელ დიპლომატებს სისხლის სამართლის დანაშაული დააბრალა.

 

"რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შესაბამისი ქმედება არის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხიმსგებლო აქტია.

 

არსებობს ასეთი გამონათქვამი - ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად მოქმედებს. რადიკალური ოპოზიციაც, თავისი შიდა და გარე სპიკერებით, ზუსტად ასე იქცევა, ჰგონიათ, რომ ამერიკის საელჩოც ისე მოიქცევა, როგორც ისინი მოიქცეოდნენ", - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, "ღრმად სწამს", რომ ამერიკის საელჩო "მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა".

 

"მოსამართლეზე ზეწოლა არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა და მეთოდი, რომელსაც ისინი 2004-12 წლებში აქტიურად მიმართავდნენ და ახლა იგივეში ამერიკის საელჩოს სდებენ ბრალს.

 

ნაცმოძრაობას და მის შიდა და გარე სპიკერებს მინდა ვკითხო, გასაგებია, რომ თომას ჯეფერსონის ღირებულებებიდან ძალიან შორს არიან, მაგრამ ამ კაცის სახელი და გვარი მაინც უნდა გქონდეთ გაგონილი. როგორ დაუშვეს, რომ დიპლომატებს თომას ჯეფერსონის ქვეყნიდან ასეთი რამის გაკეთება შეეძლოთ. ბუნებრივია, ამერიკის საელჩო ნაციოანლური მოძრაობის მეთოდებით მოქმედებას, მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა, მე ამის ღრმად მწამს", - თქვა კობახიძემ.

 

მისივე განცხადებით, "ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, ეს პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ".

 

"ან ის რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა-არ წასვლის გამო რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ შეიძლება მოაქციოს. ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარმწუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არც ერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა", - განაცხადა კობახიძემ.

 

მან დაამატა, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც "ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს".

 

ფორმულას ინფორმაციით, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

 

წყარო ყვება, რომ მიზეზი მისი პოლიტიზირებული გადაწყვეტილებაა ნიკა გვარამიას საქმეზე. საელჩოს პროგრამით მოსამართლე ფინანსდებოდა სრულად იმისთვის, რომ ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაცია აემაღლებინა, მაგრამ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან გამორიცხეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა