ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება, ეს რუსეთისთვის მწვანე შუქი იქნება-დავითულიანი

ნახვები: 553 თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება, ეს რუსეთისთვის მწვანე შუქი იქნება-დავითულიანი

ქართული ოცნების დეპუტატის ბექა დავითულიანის თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, ეს რუსეთისთვის "მწვანე შუქი" იქნება, რომ "ასპარეზი დათმობილია".

დეპუტატი ფორმულასთან ამბობს, რომ ეს მძიმე შედეგებს მოიტანს.

"საქართველოსაც და იმ ქვეყნებსაც უნდა მიენიჭოს აუცილებლად სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება აღქმული იყოს რუსეთის მხრიდან როგორც მწვანე შუქი, რომ რეგიონში მისთვის დათმობილია ასპარეზი და ეს მოიტანს ძალიან მძიმე შედეგებს", - თქვა მან.

კითხვას, ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს თუ აკეთებს, დეპუტატი პასუხობს:

"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და თუ რამეს არ აკეთებს, ეს უნდა გვითხრან. პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე რა შენიშვნა აქვთ, რეფორმა სჭირდებათ, თუ რა სჭირდებათ, კონკრეტულად უნდა გვითხრან და როცა გვეტყვიან, რომ აი, ეს კონკრეტული პრობლემა გაქვთ... მაგალითად სასამართლო რეფორმა - რა უნდათ ამ სასამართლო რეფორმიდან? ჩვენ ვამბობთ, რომ გაკეთდა", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა