ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

გიორგი ვაშაძეს შტაბის უფროსობა უნდა - „გაოცებული ვარ“

ნახვები: 553 გიორგი ვაშაძეს შტაბის უფროსობა უნდა - „გაოცებული ვარ“

„მზად ვარ, შტაბის უფროსად დავუდგე მესამე ცენტრს" - განაცხადა დღეს, 6 მაისს, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, მესამე ცენტრში გაერთიანების მსურველი ხალხი ეკონტაქტება.

„იმდენი ხალხი მეკონტაქტება მესამე ცენტრთან დაკავშირებით, მე თვითონ გაოცებული ვარ. ვფიქრობ, ამას აქვს ძალიან, ძალიან დიდი პერსპექტივა. ვინ მეკონტაქტება, ამას დრო გვიჩვენებს",- განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იყოს, ვაშაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, არა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა შეათანხმოს.

„პოლიტსაბჭოსთან უნდა იყოს განხილული ეს საკითხი, სადაც არის განსხვავებული აზრები, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ის დროა, ცოტა ჩემს პერსონალურ და ჩემი გუნდის როლს ვხედავ იმაში, რომ მაინცდამაინც ჩვენ კი არ ვიყოთ ყველგან, ჩამოვაყალიბოთ კარგი, მძლავრი გაერთიანება. ჩემთვის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება და არა პერსონალურად ჩემი გამარჯვება.

პირდაპირ ვამბობ, რომ თუ კარგი გუნდი ჩამოყალიბდა, მე მზად ვარ, ამბიციები უკან გადავწიო და შტაბის უფროსად დავუდგე მესამე ცენტრს, ყველა იმ კანდიდატს, ვინც უნდა მოიგოს საქართველოს მასშტაბით",- განაცხადა ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა