ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა

ნახვები: 534 ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს და სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები და რეფორმები. საუბარი შეეხო ქვეყანაში ამჟამად არსებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივას რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. შეხვედრაზე, ძირითადად, ყურადღება გამახვილდა იმ პროგრამებზე, რომლებსაც მსოფლიო ბანკი სოფლის მეურნეობის სექტორში აფინანსებს, მათ შორისაა: ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ამ პროექტის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა