ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

„მღვდელმსახურები გავლენ და აკურთხებენ საფლავებს, ხალხის გასვლის გარეშე“ - ანდრია ჯაღმაიძე

ნახვები: 532 „მღვდელმსახურები გავლენ და აკურთხებენ საფლავებს, ხალხის გასვლის გარეშე“ - ანდრია ჯაღმაიძე

„ჩვენ ყველას ვთხოვეთ, რომ ატარონ ნიღაბი. ასევე, გააკონტროლონ სოციალური დისტანცია. რადგანაც სახელმწიფომ ეს რეგულაცია მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საფლავებზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, საპატრიარქომ შესაბამისი მითითებაც გამოსცა, მღვდელმსახურები გავლენ და აკურთხებენ საფლავებს, ხალხის გასვლის გარეშე", - განაცხადა დღეს, 1-ელ მაისს, საპატრირქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, წელსაც, შარშანდელის მსგავსად, სააღდგომო ლიტურგია შეზღუდვების ფონზე ჩატარდება. კერძოდ, ეკლესიაში მისულ მოქალაქეებს მოუწევთ პირბადეების ტარება. ასევე, ტაძრებში დამონტაჟდება შესაბამისი გახმოვანების სიტემა.

"წელსაც, საპატრიარქომ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებით განცხადება, რომ გავიხსენოთ ყველა ის მითითება, რომლებიც შარშან იყო და ვიზრუნოთ მის აღსრულებაზე. ეს იქნება დისტანცია, თუ სხვა რაიმე," - ამბობს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის: დღეს, 1-ელ მაისს, კომენდანტის საათშიც ცვლილება შევიდა - ნაცვლად 21:00 - 05:00 საათებისა, შეზღუდვა 23:00-დან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა