აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

მსოფლიო ლიდერებს თუ სერიოზულად სურთ, დაასრულონ რუსეთის ომი, პუტინი ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გარეშე უნდა დატოვონ-კულება

ნახვები: 551 მსოფლიო ლიდერებს თუ სერიოზულად სურთ, დაასრულონ რუსეთის ომი, პუტინი ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გარეშე უნდა დატოვონ-კულება

მსოფლიო ლიდერებს თუ სერიოზულად სურთ, დაასრულონ რუსეთის ომის დანაშაულებები, პირველ ყოვლისა, მათ პუტინი ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გარეშე უნდა დატოვონ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული ნავთობი უკრაინელების სისხლით არის გაჟღენთილი და ყველამ უნდა შეწყვიტოს მისი ყიდვა.

„საკმარისად მოვისმინეთ მიზეზები და სანახევრო სანქციები მაშინ, როდესაც უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ. რუსული ნავთობი უკრაინელების სისხლით არის გაჟღენთილი. შეწყვიტეთ მისი ყიდვა. ევროკავშირს სჭირდება რეალური ემბარგო ნავთობზე. ამასთან ერთად, რუსეთი ყველა საშუალებით ცდილობს, თავი აარიდოს დაწესებულ სანქციებს. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ნებიმისმიერი ნაზავი, რომელიც რუსულ ნავთობს შეიცავს, უნდა განიხილებოდეს რუსულ ნავთობად. არ მისცეთ უფლება რუსებს, სანქციებს გვერდი აუარონ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა