ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

„მიუღებელია ამნისტია“ - 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულების წერილი შარლ მიშელს

ნახვები: 534 „მიუღებელია ამნისტია“ - 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულების წერილი შარლ მიშელს

20 ივნისის საქმეების ამნისტირება მიუღებელია 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას დაშავებული დემონსტრანტებისათვის, ამის შესახებ მათ წერილით მიმართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.

მათი განცხადებით, მათთვის მიუღებელია დოკუმენტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმ სამართალდამცველთა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, რომელთაც ძალას გადაამეტეს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მორალური და პოლიტიკური უფლება გადაწყვიტონ შეწყდეს, თუ არა სამართლებრივი განხილვა 19-21 ივნისის საქმეების, რადგან ერთი მხრივ ხელისუფლებას ჩადენილი ძალადობის ფონზე ვერ მივცემთ პასუხისმგებლობის არიდების ფუფუნებას და მეორე მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩვენი სახელით ვერ ისაუბრებენ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ამნისტიაზე", - აცხადებენ ხელმომწერები.

„პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება ასეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფოსთვის.

მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტრულად განწყობილი ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსის მიერ სხდომის წაყვანას პატრიოტული მოტივით ვაპროტესტებდით.

ჩვენი, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა უხეში არაპროპორციული ძალა, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ, უკანონო ბრძანების საფუძველზე. საათების მანძილზე გრძელდებოდა დამიზნებით სროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი ზიანის მიყენება დემონსტრანტებისთვის. ამის შედეგად დაშავდა ასეულობით ადამიანი (ხელისუფლების ცნობით, 240 ადამიანი) მათ შორის 38 ჟურნალისტი, რამდენიმე დემონსტრანტმა დაკარგა მხედველობა და თვალი.

დემონსტრანტების ნაწილი დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია, რომ თვალდათხრილ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები ხელისუფლების მხრიდან, არასათანადო ყურადღების და დახმარების გამო. სახელმწიფომ მხოლოდ 5 დემონსტრანტი ცნო დაზარალებულად. 50 დემონსტრანტზე მეტი ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას.

ამ ყველაფრის ფონზე მიგვაჩნია, რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მორალური და პოლიტიკური უფლება გადაწყვიტონ შეწყდეს თუ არა სამართლებრივი განხილვა 19-21 ივნისის საქმეების, რადგან ერთი მხრივ ხელისუფლებას ჩადენილი ძალადობის ფონზე ვერ მივცემთ პასუხისმგებლობის არიდების ფუფუნებას და მეორე მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩვენი სახელით ვერ ისაუბრებენ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ამნისტიაზე.

ხაზგასასმელია, რომ 19-21 ივნისის საქმეების დიდ ნაწილში იკვეთება არასათანადო მოპყრობის ნიშნები. საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკით კი, როგორც მოგეხსენებათ, ამნისტია ვერ ვრცელდება არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე. ამნისტიის მიზანშეუწონლობა იკვეთება განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული იმავე ღამეს და ასეულობით აქტივისტს მოუწია რამდენიმე დღის გატარება საპატიმროში, შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდების გამო. ასევე 20-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები და მათ თვეების გატარება მოუწიათ საპატიმროში. ამ ფონზე პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ 4 თანამშრომლის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო უკანონო ბრძანების გამცემი ვერცერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ბოლო 2 წლის განმავლობაში.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს ამნისტია მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. მიგვაჩნია, რომ თუკი ევროპის ეგიდით მოხდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა, ეს დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს.

გთხოვთ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე, რომ ჩვენი შელახული უფლებების აღდგენის სამართლებრივი საშუალება გვქონდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

წერილს ხელს აწერენ:

მაკო გომური

გიორგი სულაშვილი

კობა ლეთოდიანი

ირაკლი ხვადაგიანი

ირაკლი ფავლენიშვილი

ვახტანგ ბერიკაშვილი

გელა ჭიღლაძე

ზაზა მღებრიშვილი

გიორგი ბულესკირია

ლუკა პეტრიაშვილი

თამარ ბაღაშვილი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა