ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

რუსეთი უკრაინის ორად გაყოფას გეგმავს

ნახვები: 534 რუსეთი უკრაინის ორად გაყოფას გეგმავს

უკრაინის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის „კორეულ" სცენარს განიხილავს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალმა კირილ ბუდანოვმა გააკეთა.

მისი თქმით, შესაძლებელია, პუტინი შეეცადოს უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების ერთ კვაზი-სახელმწიფოდ გაერთიანებას.

„კიევთან განცდილი მარცხისა და უკრაინის ხელისუფლების გადაყენების გეგმის ჩაშლის შემდეგ, პუტინი ცვლის მთავარ ოპერატიულ მიმართულებას - ეს სამხრეთი და აღმოსავლეთი იქნება. ეს იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ განიხილავს „კორეულ სცენარს" უკრაინისთვის. ანუ ის შეეცდება თავს მოახვიოს უკრაინას დაშორიშორების ხაზი ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ტერიტორიებს შორის. ეს ფაქტობრივად იქნება მცდელობა, უკრაინაში შეიქმნას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. მთელი უკრაინის გადაყლაპვას ის ნამდვილად ვერ შეძლებს", - განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის დღემდე აქტუალური რჩება სახმელეთო დერეფნის გაჭრა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ, თუმცა ამ მიზნის მიღწევაში მას ხელს უშლის დაუმორჩილებელი მარიუპოლი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა