ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა

ნახვები: 536 ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული ავიაიერიში, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი, მოსკოვის პასუხია რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნაზე.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ შენობებს ხუთი მართვადი საავიაციო ბომბი ესროლეს. თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა გარდა, დაშავდა 14 ადამიანი, რომელთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დღეს რუსეთმა მადლობა გამოხატა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის ზაპოროჟიეში საცხოვრებელ ბინებზე ხუთი მართვადი საავიაციო ბომბის ჩამოგდებით. ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, თორმეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მისივე განცხადებით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ, ხოლო ექიმები კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანის გადარჩენას ცდილობენ.

ზელენსკის შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის შესუსტება კრემლში აღიქმება სიგნალად, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაგრძელება შესაძლებელია.

„გასულმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში ზეწოლის ნებისმიერ შესუსტებას ისე აღიქვამენ, თითქოს ბრძოლის გაგრძელება და ქალაქებზე ბომბების ჩამოგდების გაგრძელება შეუძლიათ. სხვა სიგნალებია საჭირო“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

მისი თქმით, რუსეთისთვის ომის გაგრძელებას უფრო მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს, რათა მოსკოვმა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობა გააცნობიეროს.

„რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ომი უნდა შეწყვიტოს და ეს რომ მოხდეს, რუსეთმა თავისი დანაკარგები უნდა იგრძნოს. ახლა ჩვენი შორი მანძილის საშუალებები უზრუნველყოფენ ამას და რუსეთის დარტყმებს ვუპასუხებთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის რუსული დიზელის საწვავთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

გამოცემა Axios-ის ცნობით, ვაშინგტონმა რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინამ, ტრამპის მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება, მაშინ როდესაც მოსკოვი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებს აგრძელებს, სამშვიდობო ძალისხმევას აზიანებს.

უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა