პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

სასტუმრო "სეროდანი" თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

22.05.2025 ნახვები: 400

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ ფოტო რეალობას ვერ გადმოსცემს - სასტუმრო „სეროდანი“ სწორედ ასეთი ადგილია. დიდი ვენახების, ალაზნის ველისა და კავკასიონის სილამაზის აღსაქმელად, ინსტაგრამის ფილტრი ნამდვილად არ დაგჭირდებათ და აქ ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები ყოველგვარი დამუშავების გარეშე თამამად შეგიძლიათ ატვირთოთ. თუმცა, ამ ადგილის მთავარი ხიბლი ხედებს მიღმა იმალება.

თელავიდან 3 წუთის სავალ გზაზე დაშორებული სოფელი სეროდანი საუკუნის წინ დაიცალა. სწორედ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დაერქვა სასტუმროს ეს სახელი.

 

რამდენიმე წლის წინ, ძმებმა - ზურაბ და ზაქარია მოდებაძეებმა ამ ადგილს ფაქტობრივად მეორე სიცოცხლე აჩუქეს. ჯერ მშობლებისეულ ხის სახლს მყარი ღობე შემოარტყეს, მარანი გამართეს, შემდეგ კი, შვილებთან ერთად, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას შეუდგნენ. მიზანი მარტივი, მაგრამ არცთუ მარტივად შესასრულებელი იყო - სტუმრებს, კახეთის შუაგულში, ის სიმშვიდე და სიმყუდროვე ეპოვათ, რომელიც დიდ ქალაქებში უკვე ძნელად მოსაპოვებელია.

სასტუმრო 6 ხის კოტეჯს, ორ ღია ტიპის აუზს და ქართულ ტრადიციულ რესტორანს აერთიანებს. სტუმრებს „სეროდანში“ რამდენიმე სახეობის ღვინოს საკუთარი მარნიდან სთავაზობენ. სასტუმრო ჯამში 32 სტუმარზეა გათვლილი. ყველაფერი მაღალი ხარისხის, ადგილობრივი ხის მასალითაა დამზადებული. კოტეჯში შესვლისთანავე ხვდები, რომ აქ თითოეულ დეტალზე საგულდაგულოდ იზრუნეს.

 

„ამ ბიზნესში უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს. როდესაც სტუმართან გაქვს ურთიერთობა, ყველა წვრილმანი მნიშვნელობას იძენს. ეს სფერო შენგან მუდმივ ჩართულობას, ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს. აქ, ყველა ერთნაირად ვზრუნავთ იმაზე, რომ თითოეული ჩვენი სტუმარი კმაყოფილი და კიდევ მოუნდეს უკან დაბრუნება. წელიწადნახევარია, სასტუმრო ფუნქციონირებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენგან უკმაყოფილო სტუმარი არ წასულა. უფრო მეტიც, თითქმის ყველა მათგანი უწევს რეკომენდაციას სხვას, რომ ჩვენთან დაისვენოს, რასაც booking-ის პლატფორმაზე, სტუმრების შეფასებებიც ადასტურებს“, - გვიხსნის ზურაბ მოდებაძე.

სტუმარმასპინძლობის ბიზნესი მუდმივი, ცოცხალი პროცესია, სადაც ყოველდღე გიწევს ადამიანების მოლოდინის გამართლება და დეტალებზე ზრუნვაა. ამ პროცესში ზურაბ მოდებაძისთვის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.

 

“20 წელზე მეტია, თიბისის ერთგული მომხმარებელი ვარ. ამ ბიზნესსაც ხელს ვერ მოვკიდებდი შეღავათიანი აგროკრედიტის გარეშე. სამომავლო გეგმებშიც თიბისის იმედი მაქვს”, - ამბობს ზურაბი.

“სეროდანი” მუდმივად ფართოვდება. სულ მალე, სტუმრებს თონეში, კახური შოთის ჩაკვრა, მაყალზე მწვადის შეწვა, ჩურჩხელების ამოვლება და არყის გამოხდაც შეეძლებათ. თუმცა,მთავარი ემოცია, რომელსაც “სეროდანი” გიჩენს, დროის გატარება კი არა, უკან მალევე დაბრუნების სურვილია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა