War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევიან

ნახვები: 493 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლაა საჭირო, რადგან ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევა.

„სამწუხაროდ, რუსები არ იძლევიან სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჯერ არ არიან მზად ომის დასასრულებლად. ასე რომ, ყველა სახის ზეწოლა, მთელი ჩვენი მუშაობა პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის მიზნით აბსოლუტურად აუცილებელია. ზეწოლა არწმუნებს. ზეწოლა ბრძოლის ველზე, ზეწოლა ეკონომიკაზე და სწორედ ამიტომ - სანქციები. ზეწოლა პოლიტიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის ანგარიშზე, რომელიც ახალი შეიარაღების მიწოდებაზე პარტნიორებთან მუშაობას ეხებოდა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომის ტყვეების გაცვლისთვის ემზადება.

„კიდევ ერთი ფუნდამენტური რამ : ვამზადებთ გაცვლას. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენიანი უნდა გავათავისუფლოთ. ვამოწმებთ ინფორმაციას თითოეული სახელის შესახებ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია. ძალიან ვცდილობთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა