War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ჩეხეთის პრეზიდენი - რუსეთი დროს აჭიანურებს

ნახვები: 474 ჩეხეთის პრეზიდენი - რუსეთი დროს აჭიანურებს

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებიდან აშშ-ის გასვლა კრემლისთვის საჩუქარი იქნება, - Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან კოორდინაცია კვლავ არასაკმარისია.

„დონალდ ტრამპის განცხადებებს აღვიქვამ, როგორც იმედგაცრუების გამოხატულებას იმის გამო, რომ საქმეები ისე არ მიდის, როგორც მას იმედი ჰქონდა, კერძოდ, რომ ის შეძლებდა პრეზიდენტ (ვლადიმერ) პუტინთან შეთანხმების სწრაფად მიღწევას და უკრაინაში მშვიდობის გამოცხადებას, ამავდროულად რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას“, - განაცხადა პეტრ პაველმა.

მისი თქმით, მოსკოვი აშკარად დროს აჭიანურებს და რეალურ მოლაპარაკებებში ჩართვის ნაცვლად მემორანდუმის მომზადებაზე საუბრობს. ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამან, შესაძლოა, პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გადადოს.

პეტრ პაველის თქმით, ევროპამ ძლიერი და გაერთიანებული ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა რუსეთი აიძულოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

„ვფიქრობ, საბოლოოდ დადგა დრო, ამერიკელ მოკავშირეებთან ძალიან სერიოზული საუბარი გვქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ შევიმუშაოთ ისეთი კალიბრის ეკონომიკური და ფინანსური ზომები, რომ რუსეთმა ნამდვილად იგრძნოს მათი გავლენა“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა