War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

პეტერ ფიშერი - თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი

ნახვები: 531 პეტერ ფიშერი - თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი

თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი სასამართლოში სწორედ ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად მივიდა.

მისი თქმით, გერმანია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და სურს საქართველო გაერთიანების წევრი გახდეს.

„მე წარმოვადგენ გერმანიას, ჩვენ ვართ საქართველოს მეგობარი და დიდი ხნის პარტნიორი. ჩვენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვართ. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ, მე ვიტყოდი, რომ ეს დეზინფორმაციაა. თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი,“ - განაცხადა მან.

ამასთან, პეტერ ფიშერმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ მასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ბრალი დასდო ოპოზიციისთვის მითითებების მიცემაში.

„ამასთან მე მაქვს კითხვა ტელეკომპანია „იმედთან“. გუშინ თქვით, რომ მე ვაძლევ მითითებებს რადიკალურ ოპოზიციას. რის საფუძველზე გაავრცელეთ ეს დეზინფორმაცია? ეს ცრუ ინფორმაციაა და მე გიწვევთ დაამტკიცოთ, რომ მე ვაძლევ მითითებებს ოპოზიციას,“ - განაცხადა მან

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა