War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ზელენსკი - ჩვენ არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ პუტნის საძებნელად

ნახვები: 503 ზელენსკი - ჩვენ არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ პუტნის საძებნელად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერმა "ლიდერობა უნდა გამოავლინოს" და ყოველგვარი წინადადებების გარეშე, სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასასწრებად ჩავიდეს.

"ჩვენ ახლა ანკარაში ვართ. ამის შემდეგ, ჩვენ დელეგაციას ვაგზავნით სტამბოლში. ის აქ არ არის, ის სტამბოლში არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ ამ კაცის საძებნელად", - თქვა ზელენსკიმ.

ანკარაში გამართულ პრეზენტაციაზე მან ასევე დასძინა, რომ პუტინის საქციელი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ პატივისცემის ნაკლებობაზე მიუთითებს.

"მე მჯერა, რომ აშშ და თურქეთი ახლა რუსეთის მხრიდან უპატივცემულობას გრძნობენ. არც დაგეგმილი დრო, არც დღის წესრიგი, არც მაღალი დონის დელეგაცია - ეს პირადი უპატივცემულობაა. მე არ ვსაუბრობ რუსების მიერ ჩვენს უპატივცემულობაზე - ეს ისედაც აშკარაა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა