War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

სალომე ზურაბიშვილი - თავდასხმები გერმანიაზე, ევროკავშირის ელჩსა და სხვაზე, სრულიად მიუღებელია

ნახვები: 464 სალომე ზურაბიშვილი - თავდასხმები გერმანიაზე, ევროკავშირის ელჩსა და სხვაზე, სრულიად მიუღებელია

თავდასხმები გერმანიაზე, ევროკავშირის ელჩსა და სხვაზე, სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც როგორ ჩანს, ამ ხელისუფლების მიზანია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „წინააღმდეგობის პლატფორმა“ გამოხატავს შეშფოთებას, როდესაც საქმე ეხება იმ რიტორიკას, რაც გამოყენებულია „ქართული ოცნების“ მიერ პარტნიორების მიმართ, პირველ რიგში, გერმანიის მიმართ.

„დღეს მოვისმინეთ ძალიან მკაცრი რეაქცია ახალი გერმანული ადმინისტრაციისგან, იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ იმას, რომ თავიანთი ელჩი, რომელიც წარმოადგენს გერმანიის პოლიტიკას ამ ქვეყანაში, შეურაცხყოფილი იქნა ამ ხელისუფლების მიერ. ეს თავდასხმები გერმანიაზე, უშუალოდ როგორც ქვეყანასა და მის წარმომადგენელზე, თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე და სხვა, სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც როგორ ჩანს ამ ხელისუფლების მიზანია“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, მან საქართველოს ყოფილი გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზეც ისაუბრა.

„მეორე თემა არის ფარცხალაძის, რომელიც იყო და იდგა 9 მაისს პუტინის გვერდში. მხოლოდ ეს არ არის, ეს იყო საქართველოს გენპროკურორი, ადამიანი, რომლის ხელში გადიოდა ყველა ინფორმაცია. ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან პრობლემაა. ეს არის ადამიანი, რომელსაც იცავდა ივანიშვილი. მასზე თქვა: „მე ოთარს ვიცნობდი, კაცური და ვაჟკაცი კაცია, რატომ უნდა დავსაჯო, ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს“. მას შემდეგ, რაც რომანოვი გახდა, შესაძლოა, დასაჭერი გახდეს. ჩვენი უსაფრთხოების საკითხები, ის, რომ ეს კაცი შემოდის საქართველოში და გადის, ამ ურთიერთობაშია ოკუპანტი რეჟიმის ლიდერებთან, ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის“,-აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა