War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

დონალდ ტრამპი - არასდროს მოვერიდები ძალის გამოყენებას, თუ ეს აუცილებელია აშშ-ის ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად

ნახვები: 528 დონალდ ტრამპი - არასდროს მოვერიდები ძალის გამოყენებას, თუ ეს აუცილებელია აშშ-ის ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად

როგორც პრეზიდენტის, ჩემი პრიორიტეტია კონფლიქტების დასრულება და არა მათი დაწყება, მაგრამ მე არასდროს მოვერიდები ძალის გამოყენებას, თუ ეს აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარში, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ჯარისკაცების მადლობა გადაუხადა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როდესაც საფრთხე გვემუქრება, ამერიკის სამხედროები ჩვენს მტრებს უპასუხებენ ამაზე ფიქრის გარეშე. ჩვენ გვაქვს დაუძლეველი და დამანგრეველი ძალა. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ომების დროს მთავარი საწვრთნელი ბაზა იყო, სადაც ამჟამად დაახლოებით 8 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა