War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა - როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს

ნახვები: 523 ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა - როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს

ძალიან გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა, იმ დღეს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს ,- ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიერ ბეტელმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ მხარესთან გულწრფელები უნდა იყვნენ და უთხრან, რომ არასწორი მიმართულებით თუ წავლენ - ევროპულ მომავალს უფრო დაშორდებიან.

“ძალიან გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა, იმ დღეს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს. და ეს რთულია, ვინაიდან საქმე ეხება ჟურნალისტებს, ხალხს, უმცირესობებს - იმ ყველაფერს, რასაც თვეები და წლებია ამბობდნენ, რომ ევროპასთან დაახლოება სურთ.. და იმ დღეს, როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს. ასე რომ, ეს რთულია.

მათთან გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვუთხრათ, რომ არასწორი მიმართულებით თუ წავლენ - ევროპულ მომავალს უფრო დაშორდებიან, ვიდრე ეს გასულ წელს იყო”, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიერ ბეტელმა საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა