გრიგოლ გეგელია - ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას"
Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული
ნიკა კაცია - საიდან მოვიდა ნარკოტიკი არათუ ჩემს ჯიბეში, საერთოდ, საქმეში?
მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია
ფრიდრიხ მერცი - თუ პუტინი ზელენსკისთან უპირობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა იქნება საჭირო
სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანას - რუსული ტიპის „სამართლიანობა“
საბა სხვიტარიძის ადვოკატი მოსამართლეს - მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, ასევე, ყველა მოწმე ცდილობს, მირიან ქავთარაძის მიმართ ლოიალობა გამოიჩინოს
ალეკო ელისაშვილი - დაუშვებელია ახალი სტადიონის აშენებას მილიარდი ლარი მოხმარდეს

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება

14.05.2025 ნახვები: 321

ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას [საქართველოს ხელისუფლების მიმართ] და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების „რუსული საფრთხე და მისი აღქმა: პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით“, დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ხდება დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და იმ ადამიანების დაუსჯელობა, რომლებმაც აქტივისტების წინააღმდეგ იძალადეს.

„უფრო უარესი ის არის, რომ ის, რაც საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახეთ, არის დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და სრული დაუსჯელობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქუჩაში ხალხს სცემდა. სწორედ ამიტომ, როგორც ევროკავშირი, ვცდილობთ ძალადობაში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მაგრამ, როგორც არაერთხელ აგიხსენით, ევროკავშირის დონეზე სანქციების დაწესებისთვის, ჩვენ გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩვენი წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ ორმხრივი სანქციების შემოღება და სულ უფრო მეტი ქვეყანაა, რომლებიც მიზნად ისახავენ ფიზიკურ პირებს, თანამდებობის პირების დასანქცირებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. ამავდროულად, ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება,“ - განაცხადა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი იყო ეროკავშირში გაწევრიანება და მათ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს შეიტანეს. ელჩის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაშორების ნაცვლად, დაუახლოვდეს ევროკავშირს.

„გთხოვთ, დაგვიახლოვდეთ და ნუ მოგვშორდებით. სამწუხაროდ, ჩვენი საქმე სრულიად იგნორირებულია. ევროკავშირი ეფუძნება ღირებულებებსა და პრინციპებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს. და როგორც ევროკავშირი, ჩვენ ასევე ღია ვართ სხვა ქვეყნებისთვის გაწევრიანებისკენ. ეს, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით საფუძველზეა. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც ოფიციალურად მიმართა ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

და ეს იყო იგივე მთავრობა, „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 2022 წელს მიმართა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მე აქ გამომგზავნეს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, რათა დაგეხმაროთ ამ პროცესში და დავრწმუნდეთ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში. განაცხადის შეტანით, ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო.

მათ აიღეს ვალდებულება, დაემორჩილონ, პატივი სცენ იმავე პრინციპებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. და რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი წელიწადნახევრის წინ, ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა, რომელიც შემოიღეს საქართველოში, ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს. და ეს არაერთხელ გაჟღერებულა ევროპის საბჭოს, ჩვენი ყველა ლიდერის მიერ. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, გთხოვთ, არ გააკეთოთ ეს. გთხოვთ, დაგვიახლოვდეთ და ნუ მოგვშორდებით. სამწუხაროდ, ჩვენი საქმე სრულიად იგნორირებულია.“- განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა