War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ვაშინგტონში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

ნახვები: 458 ვაშინგტონში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციამ ვიზიტის მეორე დღეს სენატში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

„პარტიის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს სენატორ თომ ტილისის, სენატორ ტედ ბადის ოფისებთან და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტთან. ორმხრივი შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იყო „MEGOBARI აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში მიღება და მისი მომდევნო ეტაპი სენატში. ენმ-ის დელეგაციამ მოუწოდა სენატორებს, რომ დაჩქარებული რეჟიმით განიხილონ და დაამტკიცონ აღნიშნული კანონი, რომელიც საქართველოს მოსახლეობისადმი ამ კრიტიკულ დროს ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას გამოხატავს. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „MEGOBARI აქტის“ სენატში სწრაფად მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, აშშ დემოკრატიისთვის ბრძოლაში საქართველოს გვერდით დგას. დელეგაციის წევრებმა სენატის ლიდერებს საქართველოს მოსანახულებლად მოწვევა გადასცეს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს კავშირებს აშშ-ს და ქართველ ხალხს შორის და იქნება სოლიდარობის გამოხატულება ხალხის მიმართ, რომლებიც თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის დასაცავად იბრძვიან. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მკაფიო და ერთიანი ხმა. ვიზიტი მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს დამატებით შეხვედრებს კონგრესის ლიდერებთან, ამერიკის ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა