War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

აშშ-მა და საუდის არაბეთმა 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტზე შეთანხმება გააფორმეს

ნახვები: 468 აშშ-მა და საუდის არაბეთმა 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტზე შეთანხმება გააფორმეს

შეერთებული შტატები საუდის არაბეთისთვის 142 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვას დათანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ვიზიტის დროს, თავდაცვის თანამშრომლობის სფეროში ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა, რაც ვაშინგტონს ოდესმე დაუდევს.

„დღეს ხელმოწერილი პაკეტი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყველაზე დიდი შეთანხმებაა, ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების მიმართ ჩვენი ერთგულების ნათელი დემონსტრირებაა“, - აცხადებენ თეთრ სახლში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეთანხმება მოიცავს გარიგებებს ათზე მეტ ამერიკულ თავდაცვის კომპანიასთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საჰაერო ძალებისა და კოსმოსური სივრცის განვითარება, საზღვაო უსაფრთხოება და კომუნიკაციები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა