War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ემანუელ მაკრონი - რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დავაწესებთ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება

ნახვები: 457 ემანუელ მაკრონი - რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დავაწესებთ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, თუ ის ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე უარს იტყვის, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მაკრონმა ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის და ზოგადად ევროპული სახელმწიფოების მიზანია ცეცხლის შეწყვეტა „ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე იმისთვის, რომ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილონ“.

„ჩვენი განზრახვაა, უახლოეს დღეებში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დავაწესოთ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მისი თქმით, ევროპული სახელმწიფოები კოორდინაციას უწევენ თავიან სასანქციო ზომებს.

შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს და ახალი სანქციებით დაემუქრნენ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდებოდა. 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ ევროპელი ლიდერები მზად არიან, ახალ სანქციებზე გადასვლამდე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების თურქეთში შესაძლო შეხვედრას დაელოდონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა