ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

კაია კალასი - უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა, რუსეთმა უბრალოდ ითამაშა, ვფიქრობ, ისინი ახლაც თამაშობენ

ნახვები: 527 კაია კალასი - უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა, რუსეთმა უბრალოდ ითამაშა, ვფიქრობ, ისინი ახლაც თამაშობენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თამაშში ადანაშაულებს.

„რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მას ნამდვილად სურდეს მშვიდობა და უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. თუ ისინი უკრაინის დაბომბვას გამუდმებით განაგრძობენ, თუ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება, ცეცხლის ქვეშ მოლაპარაკებები ვერ წარიმართება“, - განაცხადა კალასმა ლონდონში, სადაც ის ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

კითხვაზე, წინააღმდეგი იქნება თუ არა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების, თუკი შეხვედრა ასეთი პაუზის გარეშე გაიმართება, კალასმა უპასუხა:

„გვინდა დავინახოთ, რომ რუსეთს მშვიდობა სურს. მშვიდობის სურვილს ორი მხარე სჭირდება, ომის სურვილს მხოლოდ ერთი სჭირდება და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ომი აშკარად სურს. უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა. რუსეთმა უბრალოდ ითამაშა. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ისინი ახლაც თამაშობენ“, - აღნიშნა კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა