Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი - მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო?
შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, მ.შ 7 არასრულწლოვანი
ელენე ხოშტარია - ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა
რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
დონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს

ემანუელ მაკრონი - მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს

11.05.2025 ნახვები: 471

პრეზიდენტმა ზელენსკიმ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება ყოველგვარი პირობის წაყენების გარეშე აიღო. ახლა ჩვენ რუსეთისგანაც ველით ასევე მკაფიო პასუხს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„კიევში და პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ჩვენ მკაფიო წინადადება წამოვაყენეთ: უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვალდებულება ყოველგვარი პირობის წაყენების გარეშე აიღო. ახლა ჩვენ რუსეთისგანაც ველით ასევე მკაფიო პასუხს. მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს. დიალოგი შეუძლებელია, თუ იმავდროულად მშვიდობიანი მოსახლეობას ბომბავენ. ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა ახლავე, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს. მშვიდობისთვის“, - წერს მაკრონი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს უკრაინაში ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა