ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

დიდი ბრიტანეთი რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დღეს ყველაზე მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს

ნახვები: 461 დიდი ბრიტანეთი რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დღეს ყველაზე მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დღეს ყველაზე მასშტაბურ სანქციების პაკეტს დაუწესებს, - ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მთავრობაში განმარტავენ, რომ სანქციები გააძლიერებს პუტინზე ზეწოლას და უზრუნველყოფს გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის დაცვას.

„მთავრობა დღეს სანქციებს დაუწესებს 100-მდე ნავთობტანკერს, რომლებიც პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაციის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ და 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გადაზიდვაზე არიან პასუხისმგებლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, სანქციების შესახებ პრემიერ-მინისტრი კი სტარმერი დღეს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ერთობლივი საექსპედიციო ძალების (JEF) წარმომადგენლების სამიტზე გამოაცხადებს, რომელიც 10 ქვეყანას აერთიანებს: დანიას, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას, ნიდერლანდებს, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოს.

„რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად გადადგმული ყოველი ნაბიჯი კიდევ ერთი ნაბიჯია დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ. რუსეთიდან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ გავანადგუროთ მისი ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაცია, მისი საომარი მანქანა ნავთობისგან მიღებული შემოსავლების გარეშე დავტოვოთ და დავიცვათ წყალქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა დამოკიდებული. ჩემი მთავრობა დაიცავს მშრომელ ხალხს, გადაიხადონ საფასური იმ საფრთხისთვის, რასაც პუტინის ფლოტი გაერთიანებული სამეფოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ეროვნულ ინფრასტრუქტურასა და გარემოს უქმნის“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა