ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ნახვები: 540 ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

„დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ რიგითი ადამიანების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას არ ეთანხმება“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

ასევე, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხი განიხილება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა