ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვოლოდიმირ ზელენსკი - სამართლიანია, რომ რუსეთის ცა არ იყო მშვიდი

ნახვები: 492 ვოლოდიმირ ზელენსკი - სამართლიანია, რომ რუსეთის ცა არ იყო მშვიდი

აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა დღესაც არ იყო მშვიდი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა, დღესაც არ იყო მშვიდი. ჩვენი წინადადება დარტყმების შეჩერების, ცეცხლის მინიმუმ 30 დღით შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება - ჩვენ არ ვხსნით ამ წინადადებას, რომელმაც, შეიძლება, შანსი მისცეს დიპლომატიას, მაგრამ სწორედ რუსეთიდან არ ხედავს მსოფლიო არანაირ რეაქციას – არანაირ რეაქციას, გარდა ახალი დარტყმებისა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი აგრესია და ეს მოუწევს.

„ეს მხოლოდ დროის საკითხია. ომი ყველასთვის დანაკარგია, მათ შორის აგრესორისთვისაც“, - განაცხადა ზელენსკიმ.

7 მაისს რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის გამო, რამდენიმე რუსულმა ავიაკომპანიამ ათობით რეისი გააუქმა. 7 მაისის ღამეს, რუსეთის რამდენიმე რეგიონში თავდაცვის მრეწველობის ობიექტებზე დრონებით შეტევა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა