მარკ კარნი - პუტინს ზელენსკისთან შეხვედრის ეშინია
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 920 over past day
Merz, Carney discuss security guarantees for Ukraine
Russian drones strike outskirts of Sumy, infrastructure damaged
Putin afraid to meet Zelensky – Canadian PM
Ukraine, Russia swap letters from POWs
Another Ukrainian child returned from temporarily occupied territories
War update: 130 clashes on frontline, intense fighting in Pokrovsk, Lyman sectors

ჯო უილსონი - „MEGOBARI აქტი" ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ბანდიტების წინააღმდეგ უკანონო ქმედებებისთვის

06.05.2025 ნახვები: 356

ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ძირს უთხრის, - ამის შესახებ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.

უილსონის თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ "კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა" მათი ქვეყანა დაანგრიოს.

„500 დღის განმავლობაში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის საქართველოს ქუჩებში თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს. საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა თავისი მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი ძირს უთხრის, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდოს, კერძოდ გადასცეს პორტი, რომელიც ქართველი ხალხის უნდა იყოს“, - განაცხადა ჯო უილსონმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პრო-ამერიკელი ხალხია.

„მქონდა პატივი, რომ ჩემს შვილებს ავღანეთსა და ერაყში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ემსახურათ და ენახათ, თუ როგორი მამაცები არიან ისინი. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკასთან კავშირის კრიმინალიზაცია დაიწყო და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ამერიკული კომპანიების შეთავაზებები უარყო და 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან მასთან აფილირებულ კომპანიებს გადასცა. ეს კი ამერიკის შუა დერეფანთან და ცენტრალურ აზიაში კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას ბლოკავს. რეჟიმი პროპაგანდას ყოველდღიუარად იყენებს და ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმს „დიფ სტეიტის“ მარიონეტებად აცხადებს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ბანდიტების წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის და ასევე, უზრუნველყოფს ორმხრივი კავშირების გამყარებას საქართველოს მის კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემდეგ. მოგიწოდებთ, ამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროთ“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა