Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი - მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო?
შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, მ.შ 7 არასრულწლოვანი
ელენე ხოშტარია - ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა
რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
დონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

05.05.2025 ნახვები: 457

 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა.

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.

სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო და დღემდე მისი შესანიშნავი ტემბრი და ვოკალური შესაძლებლობები, უკომპრომისო რეპერტუარი, დახვეწილი გემოვნება, სრულიად მისეული ფრაზირება, სიმღერის დრამატურგიის შეგრძნება, შესრულების დინამიკა და ნიუანსები, ყველა დროის თანამედროვეობას ეხმიანება და დღემდე განაგრძობს ახალი თაობის შთაგონებას.

ნანი ბრეგვაძე არის მომღერალი, ვინც ქართული „საესტრადო“ სიმღერა და რომანსი კლასიკური მუსიკის საფეხურზე აიყვანა, ისევე, როგორც ფრანგული შანსონი აქცია კლასიკად ედიტ პიაფმა, იმპროვიზაციული ჯაზი – ელა ფიცჯერალდმა, მიუზიკლის რეპერტუარი – ბარბარა სტრეიზანდმა, არგენტინული ტანგო – ასტორ პიაცოლამ ან პორტუგალიური ფადო – სეზარია ევორამ.

ნანი ბრეგვაძის ფენომენის დამსახურებით დღეს ქართული სიმღერის ჟანრში არსებობს ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენი ერის მუსიკალური გენეტიკის ორგანული ნაწილი გახდა. სწორედ მისი შემოქმედებითი მოგზაურობის, 1957-დან 2024 წლამდე, 25 სიმღერას აერთიანებს ვინილი.

წიგნი, რომელიც ნანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიამბობს, საარქივო და აქამდე უცნობ მასალებთან ერთად, აერთიანებს ამონარიდებს ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, ნიკოლოზ რაჭველის, ელდარ შენგელაიას, მორის ფოცხიშვილის, სესილია თაყაიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ბელა ახმადულიანასა და შარლ აზნავურის სიტყვებიდან და წერილებიდან.

როგორც ნანი აღნიშნავს: „უკვე წლებია მთელ ჩემს რეპერტუარს სულ სხვანაირად ვმღერი. ზოგადად სტუდიური „ჩანაწერები არ მიყვარს. სტუდიაში არ არის მთავარი - მსმენელი. მსმენელი მაძლევს სულ სხვა ადრენალინს, ენერგიას, შთაგონებას. პუბლიკა ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ოდნავი შიშით გავდივარ მის წინაშე. დარბაზთან ურთიერთობა სხვა ატმოსფეროს ქმნის. შეიძლება, ამიტომაც მომინდა წიგნის დაწერა და ამ გზით ხალხთან ურთიერთობის გაგრძელება,  რადგან იმდენ კონცერტს უკვე აღარ ვმართავ“.

 

წიგნის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ანდრო ვეკუა.

გრაფიკული დიზაინი: დან ზოლბახი, ლიდკა ვალე.

პროექტის ავტორი: გოგიკო საყვარელიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა