ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

„სერვალი“- ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ნახვები: 502 „სერვალი“- ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

 

ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. თითოეული ჩვენგანი მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით და დროის ამოწურვამდე, ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღმა ყოველთვის დაუღალავი ვარჯიში და შრომა დგას — წესები და სპეციალური რუტინა, რაც პატარა ასაკიდანვე ყალიბდება. სწორედ ამაზე ზრუნავს „სერვალი” — ქუთაისში დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი, რომელიც მომავალი თაობის ფეხბურთელებს ზრდის და პატარა ასაკიდანვე ეხმარება ჰობის პროფესიად ქცევაში.

 

ყველაფერი 2022 წელს დაიწყო, როცა ოთხმა ფეხბურთელმა: გიორგი გურულმა, თემურ ხაბურძანიამ, ბექა ჩხეტიანმა და თამაზ ბაბუნაშვილმა კლუბის შექმნა გადაწყვიტა.

 

„ოთხივე პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობდით ფეხბურთს, უმაღლეს და პირველ ლიგას. ერთ დღეს კი გაგვიჩნდა სურვილი, ბავშვებისთვის გვესწავლებინა თამაში. თან ის ყველაფერი მიგვეცა მათთვის, რაც თავად გვაკლდა თავის დროზე. ვფიქრობდით, რისი გაკეთება შეგვეძლო მომავალი თაობისთვის — ასე მოვუყარეთ თავი დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებასა და სურვილებს, რომლებიც პირადად არ აგვხდენია”, — აღნიშნავს თამაზ ბაბუნაშვილი.

 

კლუბის დაარსების საწყის ეტაპზე მხოლოდ გამოცდილებისა და ცოდნის ერთიანად თავმოყრა, შემდეგ კი სხვებისთვის გაზიარება იყო მთავარი ამოცანა. თუმცა განვითარებასთან ერთად, ხედვისა და სურვილების არეალი გაფართოვდა, რასაც ფინანსურ შესაძლებლობების ხელშეწყობაც სჭირდებოდა.

 

„სწორედ აქ გამოჩნდა თიბისი მთავარ მხარდაჭერად - თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით შევიძინეთ მიწა, 15 000 მ2, რაც “სერვალის” განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იყო”, - აღნიშნავს თამაზ ბაბუნაშვილი.

 

ამჟამად, ლიცენზირებული მწვრთნელებისა და შესაბამისი გარემოს მეშვეობით, პატარა ფეხბურთელები ყველაფერს სწავლობენ, რაც სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა