ირაკლი კუპრაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
მარკ კარნი - პუტინს ზელენსკისთან შეხვედრის ეშინია
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 920 over past day
Merz, Carney discuss security guarantees for Ukraine
Russian drones strike outskirts of Sumy, infrastructure damaged
Putin afraid to meet Zelensky – Canadian PM
Ukraine, Russia swap letters from POWs
Another Ukrainian child returned from temporarily occupied territories

„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მზად არიან, უმოკლეს ვადებში მოამზადონ „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი

04.05.2025 ნახვები: 307

„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია 30 აპრილს ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „თბილისი ცენტრალი“ აცხადებს სრულ მზაობას, უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან.

„მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. აღნიშნული ტერიტორია 49-წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს „თბილისი ცენტრალს“ საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ ამ ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა შპს „ბაქანი“. ხანძრის შედეგად დაზარალდა შპს „ბაქანი“ და მათ მიერ დასაქმებული 300-ზე მეტი მოვაჭრე, სს „თბილისი ცენტრალი“ და მისი სხვა მოიჯარეები, რომლებმაც ერთობლივად რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

მიუხედავად მიღებული მნიშვნელოვანი ზარალისა, სს „თბილისი ცენტრალი“ აცხადებს სრულ მზაობას, უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან. სს „თბილისი ცენტრალს“ გააჩნია ყველანაირი საჭირო რესურსი, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ოპერატიული თანხმობის მიღებისთანავე განახორციელოს საჭირო ინვესტიცია სავაჭრო სივრცის მაქსიმალურად მოკლე ვადებში რეკონსტრუქციისთვის, რაც საშულებას მისცემს დაზარალებულ მოიჯარეებს, აღადგინონ კომერციული საქმიანობა. ვითვალისწინებთ რა დაზარალებული მოვაჭრეების მდგომარეობას, ბაზრობის ოპერატორთან ერთად ვიხმართ ყველანაირ ღონეს, რომ მათ შევთავაზოთ კომერციული საქმიანობის განახლების შეღავათიანი პირობები და ხელი შევუწყოთ, დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა