ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი სასამართლოს იყენებს რეპრესიებისთვის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა არჩევანია ევროპა

ნახვები: 554 თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი სასამართლოს იყენებს რეპრესიებისთვის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა არჩევანია ევროპა

ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს რეპრესიებისთვის, იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევა.

„დღეს ჩატარდა მორიგი პოლიტიკური პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ნამდვილად სიმბოლურია, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა პოლიტპატიმრების პროცესი. ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს რეპრესიებისთვის ადამიანების წინააღმდეგ მათი ევროპული არჩევანისთვის, იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, თუ იქნება ეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ექიმები, მსახიობები, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანები. მიზანი ივანიშვილის არის ერთი - ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევა, ამ მომავლისთვის ვინც იბრძვის, მათი სამაგალითოდ დასჯა, მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვაშინებს, არ შეგვაჩერებს, პირიქით მეტად გაგვაერთიანებს როგორც საზოგადოებას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა