ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა

ნახვები: 505 სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა

საქალაქო სასამართლომ  გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა გამოაცხადა. 

  • 9000-მდე ბიტკოინის რაოდენობა ამ დროის მდგომარეობით, დაახლოებით თითქმის მილიარდი დოლარია.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ მმართველს ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ 11 თვით თავისუფლების აღკვეთა 10 მარტს მიუსაჯა.

რახან გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში ბაჩიაშვილი საქართველოში აღარ იმყოფებოდა, ივანიშვილმა მის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა და ბიტკოინების დაბრუნება მოითხოვა. 

მოსამართლემ საქმე დაჩქარებულად განიხილა და გადაწყევტილება ორ სხდომაში მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ბაჩიაშვილი ბიტკოინებით გადახდაზე უარს იტყვის, მაშინ მან ბიძინა ივანიშვილს ამ რაოდენობის თანხა უნდა დაუბრუნოს უკან, რასაც ბიტკოინი გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში მოიაზრებს. 

ასევე, თუ ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი უარს იტყვის აღნიშნული ბიტკოინების ივანიშვილისთვის დაბრუნებაზე, მას გაუყიდიან ქონებას და კომპანიებს და არა მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც ბაჩიაშვილის სახელზეა, არამედ მისი მშობლების უძრავ და მოძრავ ქონებასაც. 

დასაბუთებაში მოსამართლემ თქვა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე არის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, თუმცა აქ არის ერთი მნიშნელოვანი გარემოება, რომ ეს გადაწყვეტილება არის პირველი ინსტანციის მიერ მიღებული და ადვოკატის თქმით, განაჩენის გასაჩივრების ვადა ამოწურული არ არის, ამიტომაც, მარუაშვილს საქმე დაჩქარებუალდ არ უნდა განეხილა. 

"დღეს სასამართლომ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების აღსრულებით და მიღებით , დაადგინა არა მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის კუთვნილი, არამედ სხვა პირთა ქონებების რეალიზაცია. ეს პირები საერთოდ არანაირი სტატუსით არ ყოფილან ჩართულნი სამოქალაქო საქმეზე და სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ პირთა ქონებებიც იძლებით აღსასრულებლად გადაეცა.  დღევანდელი გადაწყვეტილება განაჩენსაც კი გასცდა და სასამართლომ გადაწყვიტა არა მხოლოდ ბიტკოინების დაბრუნება, თუ ვერ დაბრუნდებაო, სამომავლოდ, გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის რა ღირებულაც ექნება ბიტკოინებს, ის თანხა გადაიხადოს გიორგი ბაჩიაშვილმაო.  თითქმის მილიარდამდე დოლარზეა საუბარი. მიეცემა მას გონივრული, კონკრეტული ვადა, ეს არის  გადაწყვეტილების აღსრულების 7 დღიანი ვადა და თუ იმ ვადაში არ იქნება დაბრუნებული, შემდეგ უკვე დაიწყებს აღმასრულებელი ქონების რეალიზაციის პროცედურას.  გიორგი ბაჩიასვილს დღეის მდგომარეობიტაც აქვს განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობა, აქედან გამომდინარე, თუ სარცელს წარადგენდა სამოქალაქო წესით მოსარჩელე, ეს სარჩელი აუცილებლად უნდა განხილულიყო საერთო სასარჩელო წესით. ამოწურული არ არის განაჩენის გასაჩივრების ვადა და აღნიშნული საქმე არ უნდა იქნას განხილული გამარტივებული წესით", - ამბობს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.

ტვ პირველი

 

 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა